Fitch Group რუსეთს ტოვებს
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო – Fitch Group რუსეთში კომერციული საქმიანობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსული ბაზრის დატოვება გავლენას მოახდენს საკრედიტო რეიტინგებსა და სხვა სერვისებზე, რომლებსაც Fitch Ratings-ისა და Fitch Solutions-ის რუსული განყოფილებები უზრუნველყოფდნენ.
„Fitch Group გააგრძელებს ბაზრის დამოუკიდებელ ანალიტიკას, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩატარდება“, – აცხადებენ კომპანიაში.