მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Welcome the Council’s decision to ask the EC to examine the applications for the EU membership submitted by 🇬🇪🇲🇩🇺🇦. This new chapter in our relations motivates us to accelerate our reform agenda. We are grateful for this important decision.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 7, 2022