ბექა ოდიშარია: ოპოზიციის საუბარი ღალატზე სასაცილოც კი აღარ არის იმიტომ, რომ ეს არის ტიპური მე-5 კოლონა, რომელიც ნებისმიერ ნიუსს იყენებს იმისათვის, რომ ხალხში დათესოს ყალბი ფსევდო პატრიოტული გრძნობები

,,ოპოზიციის საუბარი ღალატზე სასაცილოც კი აღარ არის იმიტომ, რომ ეს არის ტიპური მე-5 კოლონა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, მათი მიზანია, ჩვენი ქვეყანა დაუპირისპირონ მოძმე ქვეყანას უკრაინას.

,,ოპოზიცია ნებისმიერ ნიუსს იყენებს იმისათვის, რომ ხალხში დათესოს ეს ყალბი ფსევდოპატრიოტული გრძნობები და ჩვენი ქვეყანა დაუპირისპიროს ჩვენს მოძმე ქვეყანას, უკრაინას”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები