საქსტატი: ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 1 597.8 ლარს გაუტოლდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 597.8 ლარს
გაუტოლდა. ზრდამ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 180.9 ლარი შეადგინა.

ამასთან, ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 242.6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 172.5 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 666.9 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 1 883.3 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 328.1 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 664.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 9.0 პროცენტით მეტი).

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 38.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები