Netflix-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს
კომპანია Netflix-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ Netflix-ის წარმომადგენელმა Variety-ს განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი პროტესტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ მუშაობა რუსეთში“, – განაცხადა სერვისის წარმომადგენელმა.
მანამდე კი Netflix-მა უარი თქვა რუსეთის ცენტრალური ტელეარხების ტრანსლირებაზე და რუსულ სერიალებზე მუშაობა შეაჩერა.