ადმირალი ტონი რადაკინი ბრიტანელებს მოუწოდებს, უკრაინაში საბრძოლველად არ გაემგზავრონ
ბრიტანელები არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში საბრძოლველად, სჯობს, ამის ნაცვლად ყველაფერი გააკეთონ უკრაინელების დასახმარებლად ბრიტანეთიდან, – ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა განაცხადა.
„ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, რომ უკანონო იქნება, თუ დიდი ბრიტანეთის სამხედროები და მოსახლეობა უკრაინაში დაიწყებენ გამგზავრებას. მხარი დაუჭირეთ უკრაინას ბრიტანეთიდან, ყველაფრით, რითიც შეგიძლიათ. საუბარია აზრიან მხარდაჭერაზე, რომელიც შეგიძლიათ, ბრიტანეთიდან გაუწიოთ“, – განაცხადა რადაკინმა.