თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებენ
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიკტოვამ რუსეთში მოღვაწე თინა კანდელაკს ღია წერილით მიმართა. პროკურორმა გააანალიზა მისი „ტელეგრამ“ არხის კონტენტი და დაასკვნა, რომ ის კრემლის ლოზუნგებისა და იდეების „გამავრცელებელია“.
„გენერალური პროკურორის რანგში, გაცნობებთ, რომ თქვენი პროცედურული სტატუსი უკრაინაში არის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის სტატუსი. უახლოეს დღეებში უკრაინული პროკურატურა დაიწყებს თქვენი, თინათინ გივის ასულის საერთაშორისო ძებნის სიაში შეყვანის პროცესს. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა, გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა და არ მიიღოთ იურიდიულ დახმარებას მათგან, ვინც გთხოვთ ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელებას. სიმართლეს არ გეტყვიან და სიმართლე ისაა, რომ როცა ცდილობ სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთას, კომპეტენტური ორგანოები დაგაკავებენ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით“, – წერს სოციალურ ქსელში ირინა ვენედიქტოვა.