ანდრია გვიდიანი: კამპანიის აგორება – “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია

,,მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს – კი, ჯანსაღი პოზიციაა; მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე – სრულიად ლეგიტიმურია; მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას – კი, ამაზრზენია; მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას – ცხადია, სწორი პოზიციაა; მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე – კი, ეგრეა’’, – ამის შესახებ ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

როგორც გვიდიანი წერს, ამ ყველაფრის ფონზე კამპანიის აგორება – “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია.

,,რუსები არ შემოვუშვათო…
– მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს – კი, ჯანსაღი პოზიციაა;
– მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე – სრულიად ლეგიტიმურია;
– მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას – კი, ამაზრზენია;
– მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას – ცხადია, სწორი პოზიციაა;
– მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე – კი, ეგრეა;
მაგრამ
• ბოროტი პრეზიდენტის გამო, ჯავრს იყრიდე ჩვეულებრივ რუს ხალხზე – სიქაჯეა;
• როცა უკრაინელები რუს ტყვეებს აჭმევენ და შენ ტურისტს არ უშვებ – სიგიჟეა;
• კამპანიის აგორება “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია;
• ადამიანი ცდილობდეს პუტინის რუსეთისგან თავის დაღწევას და კარს ცხვირწინ უჯახუნებდე – ფაშიზმია;
• “სტუმარი კი არის, მაგრამ არ შემოვუშვათ” – არაქართულია;
• “რუსებს თუ შემოვუშვებთ, მაგას პუტინი შემოყვება დასაცავად” – პარანოიაა;
• “აქამდე სად იყვნენ, დროზე წამოსულიყვნენ” – სიშტერეა;
ჯამი ჭურჭელია;
დედამიწა მრგვალია;
წყალი სველია;
ღამე ბნელა;
აი, ია; აი, თითი’’, – წერს ანდრია გვიდიანი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები