ჩერნიგოვში რუსმა ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილება აიღეს და მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ჩერნიგოვის ოლქის სასაზღვრო სოფელ რეპკიში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი პოლიციის განყოფილება აიღეს და სოფლის შესასვლელთან უიარაღო ადგილობრივი მცხოვრებლები დახვრიტეს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა ადგილობრივ მოსახლეობას წაართვეს ტრაქტორები და სატვირთო მანქანები, ასევე, გაძარცვეს მაღაზიები.

“ღამით აგრესორის ტექნიკა ქუჩებში მოძრაობდა და მოსახლეობას პროჟექტორებით უნათებდა ფანჯრებს.

გარდა ამისა, ოკუპანტების წარმომადგენელმა, რომელიც თავს პოლიციის პოლკოვნიკად ასაღებდა, ადგილობრივებს აუკრძალა შეკრება და პოლიციის განყოფილებასთან მიახლოება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები