ფოთში დამეგობრებული უკრაინელი ქალაქების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს.

აქციაში მერიასთან ერთად ჩართული არიან, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას.

ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა.

ფოთში ჰუმანიტარული პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ.N 7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ დარბაზში.

ფოთის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები