“ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას მოსდევს ადამიანური მსხვერპლი”, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრიტანელი ჟურნალისტის შეკითხვას: “როგორ გძინავთ ღამე, როდესაც რუსული ტყვიები და ბომბები ბავშვებს კლავს?”
რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ჯარისკაცები ასრულებენ ბრძანებებს, რომელიც მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით შემოიფარგლება.
“ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობენ, ასრულებენ მკაცრ ბრძანებას, გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი და სამიზნე იყოს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მე მხოლოდ შემიძლია, გამოვხატო სამძიმარი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ახლობლები დაეღუპა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, როცა ზელენსკიმ ითხოვა დიალოგი – პუტინი დათანხმდა, მაგრამ მერე ზელენსკიმ გადაიფიქრა. ამერიკელებმა უთხრეს, დრო არ მოსულაო”, – თქვა ლავროვმა.