დავით ზალკალიანი: გაერო-ს რეზოლუციაზე მხარდაჭერით ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ ვითარებაში ვართ უკრაინის გვერდით

“ჩვენ არა მხოლოდ შევუერთდით, არამედ დავასპონსორეთ გაერო-ში რეზოლუცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ რეზოლუციის პათოსს, შინაარსსა და სულისკვეთებას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს.

„ვიცოდით რა, რუსეთის ფედერაცია ამას ვეტოს დაადებდა, როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდა რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ ვითარებაში ვართ უკრაინის გვერდით, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ ამით. მას შემდეგ, რაც მას რუსეთმა ვეტო დაადო, მოგეხსენებათ, გადმოვიდა უკვე განსახილველად გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩვენ აქაც ვიყავით თანმიმდევრული ჩვენი პოზიციის მიმართ, იგივე უკრაინის მხარდაჭერის მიმართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია, 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი მთლიანად, მაგრამ საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც დაასპონსორა ეს რეზოლუცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამონაწილე ვართ, აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ რეზოლუციის პათოსს, შინაარსს და სულისკვეთებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები