ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ამას გარდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად რუმინეთში ჰუმანიტარული ჰაბი შეიქმნება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპიდან მიღებული დახმარების უკრაინისთვის გადაცემისთვის რუმინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.