გივი მიქანაძე: დღეს საქართველო გადადგამს კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს, რომლითაც უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს
დღეს საქართველო გადადგამს კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს და გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს განაცხადს მხარს დაუჭერენ.
„იმედს გამოვთქვამთ და მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს განაცხადი მხარდაჭერილი იქნეს და უახლოეს პერიოდში საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.