მოითხოვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, როცა აქეთ აქვს ჩვენთვის ჩაკეტილი – ირაკლი კობახიძე

კომიკურია, როდესაც მოითხოვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, მაშინ როცა აქეთ აქვს ჩვენთვის ჩაკეტილი, –  ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება საქართველოს ასი ათასობით ოჯახი დაზარალდება, რუსეთზე კი გავლენას ვერ მოახდენს, მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც, რუსეთს თავად აქვს აკრძალული ფრენები საქართველოში.

“გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია. იგივე საჰაერო ფრენები და ა.შ. ანუ, იმდენად პატარაა საქართველო, რომ ის ვერ მიაყენებს რუსეთს ვერავითარ მტკივნეულ დარტყმას სანქციებით.

მთელი კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვა ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, მაშინ, ამ დროს კი, რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოში, ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უმრავი დეტალია, რაც იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ – 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე რაიმე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები