ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს 2021 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს 2021 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ვახტანგ ბერიძემ მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა 2021 წელს თვითმმართველობის მიერ შესრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ. 2021 წლის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 96.28%-ით შესრულდა.
მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს ვახტანგ ბერიძემ ღიად და ამომწურავად უპასუხა.
მერის საქმიანობის პრეზენტაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.