გიორგი ზაქარაშვილი: მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ქალაქში მხარდაჭერა გავუწიოთ, თუმცა, გაყვანის შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურ დახმარებას უწევს.

როგორც მან “იმედის” ეთერში ისაუბრა, მოქალაქეების გამოყვანის მცდელობა ჰუმანიტარულ პაუზამდე ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე, სარისკოა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს, როგორც კიევში, ასევე სხვა ქალაქებში მხარდაჭერა გავუწიოთ, თუმცა, გაყვანის შესაძლებლობას მოკლებული ვართ. სანამ არ იქნება ჰუმანიტარული პაუზა ან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ჩემი აზრით, თავშესაფარში ყოფნა სჯობს, ვიდრე გადაადგილება“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები