თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება – უბნების ჩამონათვალი

დღეს, 2 მარტს, საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩა N27 – ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც გაგარინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ნაწილობრივ შეფერხებულია საგზაო მოძრაობა.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით რთული აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება, რის გამოც დღეს, 2 მარტის საღამოს 22.:00 საათიდან ხვალ, 3 მარტის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, კოსტავას I-II შესახვევს, კაკაბაძეების, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ინგოროყვას, ზ. ჟვანიას, ამაღლების, ლეონიძის, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანის დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, სამღებრო, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის, და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

პეკინის გამზირს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ჟვანიას მოედანი, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, ბახტრიონის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ლორთქიფანიძის, ფარსადანის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილსა და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები