დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში სისხლის დონაციის აქციით მოგროვებული ტვირთი პირველი შესაძლებლობისთანავე გაიგზავნება უკრაინაში

„პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის სახით სისხლის კომპონენტები გაიგზავნება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა მიიღო. დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატები შეთანხმდნენ, საკუთარი ხარჯებით შეიძინონ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებები, რაც ყველაზე ხშირად მოთხოვნადია ასეთ ვითარებაში.

„პირველადი დახმარების ჩანთები შეუძლიათ, გამოიყენონ როგორც მებრძოლებმა ბრძოლის ველზე, ასევე, რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც საკმაოდ ხშირად ზიანდებიან ასეთ ვითარებაში. ტვირთი პირველი შესაძლებლობისთანავე გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები