იუსტიციის მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,
რატი ბრეგაძემ და ჰაიდი გრაუმ საქართველოსა და შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა შვეიცარიის ელჩს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. ჰაიდი გრაუ განსაკუთრებით დაინტერესდა მომსახურების სფეროში დაგეგმილი რეფორმებით, მათ შორის, ისეთი ნოვაციებით, როგორიცაა: მობილური იუსტიციის სახლი, პერსონალური ასისტენტი, პრობბოქსი, ციფრული უნივერსიტეტი, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა და სხვა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი და შვეიცარიის ელჩი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.