რატი იონათამიშვილი: გულწრფელი ადამიანების აქციაზე ვერ მოითმინეს დესტრუქციულმა ძალებმა და აჩვენეს რეალური სახე, რომ არიან მოროდიორები

იმ აქციებზე, სადაც ბევრი ადამიანი გულწრფელად იკრიბებოდა უკრაინის მხარდასაჭერად, ვერ მოითმინეს დესტრუქციულმა ძალებმა და აჩვენეს თავიანთი რეალური სახე, რომ არიან მოროდიორები და ადამიანების უბედურებითა და გაჭირვებით მოროდიორობენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ვერ მოითმინეს დესტრუქციულმა ძალებმა და უკვე რეალური სახე იმ აქციების, სადაც ბევრი ადამიანი გულწრფელად იკრიბებოდა უკრაინის მხარდასაჭერად, შეცვალეს ისეთი გზავნილებით, როგორიც არის ჩვენი სამართალდამცველების შეურაცხყოფა, პოლიტიკური ინტერესით სავსე პოზიციების დაფიქსირება, რითაც ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ ესენი არიან მოროდიორები და ადამიანების უბედურებითა და გაჭირვებით მოროდიორობენ, ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ ნებისმიერი სიტუაცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები