ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სანქცია შეიძლება, გახდეს კონტრ-ზომის საფუძველი და საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ასეთი რამ ტვირთად დააწვება საქართველოს მოსახლეობას
ნებისმიერი სანქცია შეიძლება, გახდეს კონტრ-ზომის საფუძველი და, საბოლოოდ, ნებისმიერი ასეთი რამ ტვირთად დააწვება საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც არ შეუერთდნენ, მათ შორის: მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, თურქეთი და ა.შ. და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს შემდეგ უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მეტი რისკი აქვს მოლდოვას
„უკრაინის უშუალო სამეზობლოს გაუჭირდა სანქციებთან მიერთება კონკრეტული მიზეზების გამო და საქართველოსაც აქვს ეს მიზეზები და ამ მიზეზებზე ღიად ვისაუბრეთ. საქმე ძალიან მარტივად არის. ძალიან ღრმა გაანგარიშებაც არ სჭირდება იმას, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს მოსახლეობას სანქციებთან მიერთებამ. ეს არის ეკონომიკური, სოციალური ვითარების სერიოზული დამძიმება, რაც საქართველოს ასობით ათას მოქალაქეზე პირდაპირი ფორმით აისახება. აქ არ არის საუბარი მარტივ დისკომფორტზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობის შეიძლება შეექმნას. რა თმა უნდა, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვართ პასუხისმგებელი ჩვენი მოსახლეობის, ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვერ მივცემდით საკუთარი თავს ასეთი ტვირთის დაკისრების უფლებას ჩვენს მოსახლეობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში დაახლოებით 800 ათასი ქართველი ცხოვრობს და რომ ბევრი ოჯახისთვის, მათგან მიღებული ფინანსური გადმორიცხვა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.