ზურაბ ქადაგიძე: ბელორუსი ჯარებით უტევს და ელჩს მინსკში ტოვებს, ხოლო საქართველო ეხმარება და ელჩს იწვევს ქვეყნიდან – ეს ნორმალურია?

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.

მისი თქმით იმ ფონზე, როდესაც ბელორუსიდან ხდება ჯარის შეყვანა და ელჩს მინსკში ტოვებს, ამ დროს საქართველო, რომელიც ეხმარება, ხდება ელჩის გაწვევა.

“არ მინდა რამე შეთქმულების თეორიაში წავიდე, მაგრამ ზელენსკი მთლად დალაგებულად რომ არ მოქმედებს, ფაქტია. ბელორუსი ჯარებით უტევს და ელჩს მინსკში ტოვებს, ხოლო საქართველო ეხმარება და ელჩს იწვევს ქვეყნიდან. ეს ნორმალურია?”- წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები