სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და უკრაინის მიმდინარე კრიზისზე ისაუბრეს.
შეხვედრას ურსულა ფონ დერ ლაიენი twitter-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მზადაა, თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
“შევხვდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი twitter-ზე.