29 ივლისი
10:30
„Front News“–ის პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
11:00
“საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან),ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, თბილისის ცენტრალური გამზირების და ქუჩების ადაპტაციის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 301
11:00
„Front News“–ის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წარდგენა. მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები.
12:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 303
12:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 304
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საყდრისის მცველები – „პატრიოტთა ალიანისის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ირაკლი ლომიძე, საყდრისთან დაკავშირებით სკანდალურ დოკუმენტს გაასაჯაროებენ.
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტური საკითხები
12:30
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 308
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი და ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი ადვოკატებთან ერთად კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
13:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 305
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სოსო რობაქიძე, არჩილ კობალავა და ადვოკატები – გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მიერ ზურა და იური ვაზაგაშვილების მისამარით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურებიან.
13:00
„Front News“–ის პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალოს წარდგენის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში „ერისკაცთა სათათბირო-ახალი ძალა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი, მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას მოკლედ შეაფასებს და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის წარმოშობის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
14:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომათა დარბაზი
15:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მე-12 სართულზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომა გაიმართება.
15:00
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი
17:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კანადის ელჩთან (რეზიდენციით ანკარაში) ჯონ ჰოლმსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს.
18:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი 303
18:00
ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზში კატალოგის – “ფერადი საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი:კარგარეთელის ქუჩა 6