ლევან ქარუმიძე: ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი, დასწრებოდა განხილვას მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს მომხმარებელთა უფლებების შესახებ
ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი, დასწრებოდა განხილვას მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს მომხმარებელთა უფლებების შესახებ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე Twitter-ზე წერს.