ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდნენ
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული ეკონომიკის პოლიტიკის საკითხები და საერთო სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ვიმსჯელეთ რეგიონების შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, საპილოტე პროგრამების იმპლემენტაციაზე. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც კულტურის, ისე განათლების მიმართულებით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.