სააკაშვილი – დავით არახამიაზე: ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

”დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ “გაგრას” მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, “ახალ ძალთა მოძრაობაში”.

ჰოლანდიაში ჩემი გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი.

ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები