პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, კახა კუჭავას ადგილმონაცვლის, გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები