დავით ზილფიმიანი – „უკრაინელმა ხალხმა არა მარტო თვითონ მოიხსნა დამარცხებულის სინდრომი, არამედ საქართველოსაც მოხსნეს ეს მანტია”

????????????????????????????????????

„ჩვენ სოლიდარულნი ვართ და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ომი უკრაინელი ხალხისთვის არის წმინდათა წმინდა სამამულო ომი, რომელშიც საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან”,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისა და ქვეყნების მიერ, უკრაინის მხარდამჭერ და ხელშემწყობ მთელ რიგ ქმედებებთან ერთად, უპირველესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით ევროკავშირის წევრად მიღება, რისთვისაც მოვუწოდებთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს იმისკენ, რაც სამომავლოდ ისედაც იგეგმებოდა. მოვუწოდებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე, სრულიად ევროპულ საზოგადოებას ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო უსწრაფესი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ, რაც უკრაინისთვის ამ სიტუაციაში სოლიდარობისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი გამოვლინება იქნება”,- განაცხადა ზილფიმიანმა.

მისი თქმით, „ევროპელმა სოციალისტებმა” პარლამენტში შემოსვლისთანავე, გააჟღერეს საკითხი თუ რატომ უნდა შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე საქართველომ განაცხადა 2024 წელს და არა უფრო ადრე. „ახლა, როდესაც გარემოებებით, კიდევ უფრო ფავორირებულია ეს ყველაფერი, ამის არგაკეთება დაუშვებლად მიგვაჩნია. ყველაზე დიდი, რაც უკრაინელი ხალხის ბრძოლამ გამოიწვია არა მარტო უკრაინისთვის არამედ, საქართველოსთვისაც, არის შემდეგი: ჩვენ, აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვის შემდეგ წარმოგვექმნა დამარცხებულის სინდრომი. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა ის, რომ მათ არა მარტო თვითონ მოიხსნეს ის, რაც დაემართათ 2014 წელს – „დამარცხებულის სინდრომი” არამედ, საქართველოსაც მოხსნეს ეს მანტია”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები