„ევროპელი სოციალისტები“: სოლიდარულნი ვართ და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ
ჩვენ სოლიდარულნი ვართ და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, – ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ეს ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხისთვის არის წმინდათა წმინდა სამამულო ომი, რომელშიც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან.
„უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისა და ქვეყნების მიერ, უკრაინის მხარდამჭერ და ხელშემწყობ მთელ რიგ ქმედებებთან ერთად, როგორც ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია, უპირველესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ სიტუაციაში იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით ევროკავშირის წევრად მიღება, რისთვისაც მოვუწოდებთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს იმისკენ, რაც სამომავლოდ ისედაც იგეგმებოდა.
მოვუწოდებთ როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე, სრულიად ევროპულ საზოგადოებას ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო უსწრაფესი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ, რაც უკრაინისთვის ამ სიტუაციაში სოლიდარობისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი გამომჟღავნება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.