ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას: თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, სწორედ თქვენ ხართ

 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიხეილ ყაველაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

“მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო და გული შესტკივა მასზე და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა ხართ სწორედ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს”,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, სამადაშვილმა ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციის მისამართით შეიგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები