“ნუ კაცობ, პაატა” – პარლამენტში მდინარაძე და მანჯგალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს შორის უთანხმოება ამ უკანასკნელის მიერ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა.
მანჯგალაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებები. დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართა, ემიჯნებიან თუ არა პრემიერმინისტრის განცხადებას. მის ამ კითხვას მამუკა მდინარაძის პროტესტი მოჰყვა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუ ამათმა ჩაწერეს რეზოლუციაში? აქეთ იშვერთ ხელს? ერთი წელია, ამ კითხვას ვსვამ და პასუხი ვერ გაგაცემინეთ ვერავის. იყო ღალატი თუ არა? ნუ კაცობ, პაატა. რა გამოძიება გინდა, დოკუმენტში წერია და ამ დოკუმენტში ვინ ჩაწერა ეს“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს.