სააკაშვილის რევოლუციური გეგმა – “ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა, მოვემზადოთ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რევოლუციურ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა.

„გაუმარჯოს საქართველოს. ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი პირობითობაა. ახლა მთავარია, გადარჩეს უკრაინა და შემდეგ ერთადერთი გზა არის მასობრივი მობილიზაცია. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში ისე, რომ ეროვნული ერთიანობის მთავრობა იყოს, ამას ალტერნატივა არ აქვს. უნდა მოვემზადოთ საყოველთაო მობილიზაციისთვის. გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ, ქართველ და უკრაინელ ხალხს, ცივილიზებულ კაცობრიობას. აბა, თქვენ იცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები