მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროპული ამბიციები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ ის ძვრები, რომლებიც ევროკავშირის მიდგომებში შეინიშნება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე მსოფლიო წესრიგში უპრეცედენტო ძვრების საწყისი გამოიკვეთა, რისთვისაც სამწუხაროდ 2008 წელს ჩვენს მიერ გაღებული მსხვერპლი არ აღმოჩნდა საკმარისი. დღეს ევროპარლამენტი და ევროკავშირის მთელი რიგი წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას უკრაინისთვის.
საქართველოს ევროპული ამბიციები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი. საქართველო გახლდათ პირველი ასოცირებული ქვეყანა, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანაზე დაიწყო კონსულტაციები პარტნიორებთან, რაც დღეს კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ის ძვრები, რაც დღეს ევროკავშირის მიდგომებში შეინიშნება, იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უკრაინასთან ერთად საქართველოსთვისაც განიხილავენ. ამისთვის კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ერთიანობა ეროვნული იდეის გარშემო, რასაც ძლიერი, დემოკრატიული და უსაფრთხოდ დაცული ქვეყნის შენება ჰქვია”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.