საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18,39%, ბოლო 14 დღის – 25,18%, ბოლო შვიდი დღის – 20,73%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 612 319 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 513 164 გამოჯანმრთელდა, 16 199 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები