დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობას: თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ მართლა?! რას ნიშნავს “ოფიციალური რეისი” და მოხალისეების გაგზავნა, თქვენ საერთოდ აზროვნებთ თქვე პროვოკატორებო?!

“ნატოს ჯარები დგანან საკუთარ დისლოკაციის ადგილზე და საქართველოს, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, უნდა ჩაითრიოთ ამ უმძიმეს პროვოკაციაში??? ნაცებო, არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე” – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიმდინარე მოვლენებს.

,,ახლა კარგად მომისმინეთ! თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ მართლა?! რას ნიშნავს “ოფიციალური რეისი” და მოხალისეების გაგზავნა “სამთავრობო ხაზით”? თქვენ საერთოდ აზროვნებთ თქვე პროვოკატორებო?!!! თქვენ საერთოდ შეგრჩათ საღი აზროვნება ან საკუთარი ქვეყნის სიყვარული? რას ითხოვთ, რომ გავაგზავნოთ ოფიციალური რეისი და ასე ღიად, ოფიციალურად ჩავერთოთ საქართველო, როგორც მხარე – საომარ მოქმედებებში? ნატოს ჯარები დგანან საკუთარი დისლოკაციის ადგილზე!!! უკრაინის არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორს ალიანსიდან უკრაინაში არც ერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია!!! და საქართველოს, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, უნდა ჩაითრიოთ ამ უმძიმეს პროვოკაციაში? ნაცებო, არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, თორემ ხალხის მღელვარება რა არის, ნახავთ საკუთარ თავზე!!!” – წერს ქართველიშვილი “facebook” – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები