თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს.
გამოყოფილი თანხა პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას მოხმარდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქართული და ევროპული წარმოების სურსათით ჰუმანიტარულ დახმარების პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.
“მათ, ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა თეთრიწყაროს მუნიციპალიეტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში შეეძლება.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო პირები: ნინო სარდლიშვილი; 598 59 94 71 გელა ბექაური – 597 97 88 17; მისამართი: ქ. თეთრიწყარო თამარ მეფის ქუჩა N34”, – აღნიშნულია განცხადებაში.