დენის შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს ამზადებს

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ამზადებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა Twitter-ზე დაწერა.

“სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ გეგერის ისტორიული წინადადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვამზადებთ განაცხადს. უკრაინის ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი. გულწრფელი მადლობა ეფექტური მხარდაჭერისთვის!”, – განაცხადა შმიგალმა.

იმავდროულად, როგორც საინფორმაციო სააგენტო Interfax-Ukraine იტყობინება,  ევროკავშირი მოელის, რომ კიევის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისგან თხოვნას უახლოეს მომავალში მიიღებს, რის შემდეგაც მოთხოვნის განხილვის პროცედურა დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები