გორის მერია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინასა და გორთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქებს მელიტოპოლსა და პავლოგრადს, ვასილკოვოს მუნიციპალიტეტს, სოლიდარობას უცხადებს და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს.

გორთან დამეგობრებული ქალაქები, ისევე, როგორც მთელი უკრაინელი ხალხი, დღეს დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

გორის მერია აღნიშნული ქალაქების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას და მათი საჭიროების გათვალისწინებით, კონკრეტული დახმარების პაკეტის მომზადებას გეგმავს.

ჰუმანიტარული აქცია 1 მარტიდან დაიწყება. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გაიხარჯება.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას – სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს!

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიხსნება საგანგებო შტაბი. მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.

გორის მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41;

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები