ფოთის მერია უკრაინული ქალაქების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას იწყებს და სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს
მეგობარ უკრაინულ ქალაქებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ქალაქ ფოთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება და ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყოფა.
„აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჩაერთოს ჰუმანიტარულ აქციაში და მოიტანოს არამალფუჭებადი პროდუქცია და ასევე პირველადი მოხმარების საჭიროების ნივთები.
მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება, უკრაინელი მოსახლეობის პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთების შესაძენად“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: 577 92 78 78
ჰუმანიტარული პუნქტი ხვალიდან გაიხსნება შემდეგ მისამართზე: ქალაქი ფოთი, ნინო ჟვანიას ქ. N7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტული დარბაზი.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.