ქვემო ქართლის რეგიონი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერების სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა მიმდინარეობს, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდება.

მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ ბიზნესსექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები