ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს, დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა ქუთაისის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები