სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

“გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.

მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად.

აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველვყოფთ.

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – 599 62 65 61

ზუგდიდის მერია – 591 445 418

ფოთის მერია – 577 927 878

მესტიის მერია – 595 098 530

ხობის მერია – 599856099

სენაკის მერია – 599287240

აბაშის მერია – 599 44 88 58, 599 85 47 12

მარტვილის მერია – 591007870

ჩხოროწყუს მერია -599 856 577

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე:

ზუგდიდი – სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222

ფოთი – ნინო ჟვანიას ქ. N 7 მეორე საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი

ხობი – ცოტნე დადიანის ქ. N189 (კულტურის სახლი)

სენაკი – გოგოლაძის მოედანი #1 (თეატრალური მოედანთან)

აბაშა – მუნიციპალიტეტის მერია – მის: ქ. აბაშა ტროფი დარასელიას ქ. N1

მარტვილი – კულტურის სახლი – მის: თავისუფლების ქ.N7

ჩხოროწყუ – დავით აღმაშენებლის #1, მერიის შენობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები