“ვალუტა უფასურდება, ყველაფერი გაძვირდება, სირთულეები გველოდება” – როგორ აისახება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ოკუპირებული აფხაზეთის ცხოვრებაზე

შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც ელოდებიან.

როგორც ადგილობრივ მედიასთან საუბარში კომპანია “ფლაგმან”-ის დირექტორის მოადგილემ, ასლან ხვატიშმამ განაცხადა, მოსალოდნელია იმ საქონელზე ფასების მატება, რომელიც რუსეთიდან იქნება იმპორტირებული.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, მაშინ შესაძლებელია ვიწრო პრობლემები კონკრეტულ მიმწოდებელთან. მაგრამ, ზოგადად, პრობლემები არ იქნება. რაღაც რომც იყოს, მაშინ იმ თვალსაზრისით, რომ გაცვლითი კურსი იზრდება, ფასები გაიზრდება. მოიმატებს ფასები ზოგიერთ საქონელზე, რომელიც ამჟამად შემოდის აფხაზეთში. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ყველაფერი სამუშაოს დაწყების შემდეგ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, სირთულეები იქნებ. ამაზე ყველა ლაპარაკობს. მაგრამ რუსეთი არ აპირებს გვერდში დგომას და არც ჩვენ ვიქნებით გულხელდაკრეფილები“, – განაცხადა ხვატიშმამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები