დღეს ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატიის მიდამოებში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ორივე მხარის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან. უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, რომელიც 28 თებერვალს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინულ მხარეს წარმოადგენს, მოლაპარაკებების დაწყებამდე თავისი პოზიცია დააფიქსირა.
“ან მოლაპარაკებები წავა ან იმ მიმართულებით, რაც უკრაინას სჭირდება, ან რუსული ხომალდის გზას დაადგება“, – წერს ის “ფეისბუქ”-ზე.
კომენტარებში მან განმარტა: “ჩვენ მოვისმენთ წინადადებებს და შემდეგ განვიხილავთ – ღირს თუ არა”, – განაცხადა არახამიამ.