საქართველოში ბოლო 24 საათში 25 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1 605 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 504 161, გარდაიცვალა 16 163 პაციენტი.