საქართველოში კორონავირუსის 2 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 840 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 840 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,44%, ბოლო 14 დღის – 26,54%, ბოლო 7 დღის – 22,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 605 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 504 161 გამოჯანმრთელდა, 16 163 კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები