მედია: გომელში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება
ბელარუსისა და უკრაინის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება.
გამოცემა “ZN,UA”-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან დელეგაციას ნიკოლაი ტოჩიცკი გაუძღვება.
ნიკოლაი ტოჩიცკი – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატია. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.