ზელენსკიმ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა
ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.
„მე ვესაუბრე ალექსანდრე ლუკაშენკოს“, – წერს ზელენსკი.
მან მოლაპარაკების შესახებ დეტალები არ დააკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები სწორედ მისი რესპუბლიკის ტერიტორიიდან ხორციელდება.
უფრო მანამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსი ხალხის მიმართ ემოციური მიმართვა გაავრცელა:
„თქვენი ტერიტორიიდან რუსული ჯარები ცეცხლს გვიხსნიან, გვბომბავენ. თქვენი ტერიტორიიდან ისინი ჩვენს შვილებს ხოცავენ, ანადგურებენ ჩვენს საცხოვრებელ სახლებს, ცდილობენ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა… როგორ უნდა უყუროთ საკუთარ შვილებს, ერთმანეთს და მეზობლებს თვალებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.